საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი განიხილა ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან. საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 11 ივლისს კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ადგილზე ვითარების სერიოზულ დესტაბილიზაციას ხელს უწყობს და წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მორიგ მაგალითს.