გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

14 ივლისი 2020, 11:02 1008 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოწმეების  გამოკითხვა   გრძელდება.  ადვოკატების ინფორმაციით, საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება. გვიან ღამემდე  პასუხობდა სამართალდამცველების შეკითხვებს "ტოიოტას" მარკის მანქანაში მყოფი ერთ-ერთი მოწმე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც შაქარაშვილს იცნობდა და არც იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო, მაგრამ  რადგან ავტომობილი დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა   ავტობანზე ,   ამიტომ დაიბარეს გამოკითხვაზე.  შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი