პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს უკან გაიწვევს

13 ივლისი 2020, 12:08 1360 ნახვა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში და "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მაუწყებლებს და ინტერნეტ მიმწოდებლებს ეხება, დღევანდელ სხდომაზე აღარ განიხილება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი