ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ - ამერიკის საელჩო

13 ივლისი 2020, 12:17 1213 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ ცნობების გამო, რომლის თანახმადაც, 11 ივლისს კონფლიქტის ზონაში რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს, დაჭრეს და დააკავეს.

განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს, ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა. განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი