სემეკ-ი უფლებამოსილი ხდება, გამანაწილებელ კომპანიებს 5%-ზე მეტი წილის აქციების გაყიდვა აუკრძალოს

12 ივლისი 2020, 12:13 1518 ნახვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია  უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს  5%-ზე მეტი წილის აქციების გაყიდვა აუკრძალოს."ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, თუკი გამანაწილებელი კომპანია წილის/აქციების ხუთი ან ხუთზე მეტი პროცენტის გასხვისებას გადაწყვეტს, ის ვალდებული იქნება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს წინასწარ აცნობოს.განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია, განზრახული ტრანზაქციის უარყოფითი შედეგების განჭვრეტა, მათი პრევენცია, კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნება. კანონპროექტის ავტორი, სემეკთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში