ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. გამოსამშვიდობებელი შეხვედრა კრისტიან ურსესმა დავით ზალკალიანთან გამართა და სტრატეგიული თანამშრომლობასთან ერთად ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მინისტრმა კი აქცენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის გამართვაში კრისტიან ურსეს მონაწილეობაზე გააკეთა.