როდის დასრულდება სარფში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები?

10 ივლისი 2020, 14:46 1753 ნახვა

ადგილობრივი მოსახლეობა და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები კვარიათი-სარფის სანაპირო ზოლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე პროექტი არ ჩაბარებულა.  

მშენებლობას „შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ პირდაპირი შესყიდვების წესით აწარმოებდა და ოპოზიციის ინფორმაციით, მათ  56 მილიონი ლარი მიიტაცეს. ადგილზე სამუშაოების ნაწილი შესრულებულია.  

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი