ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა - დამოუკიდებელი ექსპერტი

10 ივლისი 2020, 15:04 1520 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ცალსახად, წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსიაა - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჟაძემ.  

'' შეიძლება თქმა, რომ აღმოჩნდა პლაქტონი თირკმელში, ეს არის სპეციფიკური ნიშანი და ვადასტურებ, რომ ცალსახაა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია განვითარებული წყალში დახრჩობით. ეს არ არის უბრალოდ ინფორმაცია, ეს არის მონაცემები, რომლებიც ეყრდნობა გვამის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს" - ამბობს გეჯაძე. 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. მისი აზრით, ასეთი დაზიანების მიღებას ''სჭირდებოდა საკმაო ძალის ზემოქმედება.“ 

,,კონკრეტულად, რომელი დაზიანება, რომელი საგნით იყო მიყენებული, რომელი დაზიანება რა შემთხვევაში მიიღო გარდაცვლილმა, ამაზე მაღალი ალბათობით, გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას, სადაც დეტალურად იქნება შესწავლილი ყველაფერი'' - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი