7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
წინასწარი ინფორმაციით, აბიტურიენტს ინფექცია სავარაუდოდ ოჯახის წევრისგან გადაედო. მისივე თქმით, გამოკვლეულია აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფი 27 ადამიანი და ტესტის პასუხი უარყოფითია.
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.