ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე 17 წლის ბიჭი დაჭრეს. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მას მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობა აქვს. მათივე თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა შელაპარაკება რამდენიმე ახალგაზრდას შორის. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.