დაშავებულების მდგომარეობა

05 ოქტომბერი 2016, 00:00 3745 ნახვა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის  რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება და კლინიკაში გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოში აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს. იგი ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებულია. მას ტვინის შერყევა აღენიშნება. გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში