აფეთქება თბილისში - გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით

05 ოქტომბერი 2016, 00:00 4566 ნახვა

ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები კოლმეურნეობის მოედანთან, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ადგილზე. აფეთქება თბილისში გუშინ, ღამით მოხდა. შემთხვევის დროს ავტომობილში თარგამაძე და მისი მძღოლი ისხდნენ.  დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. "ნაციონალური მოძრაობის” წევრი დარწმუნებულია, რომ მისი მანქანის აფეთქება მიზანმიმართულად განხორციელდა და ბრალს ხელისუფლებას სდებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა.  ბესიკ ამირანაშვილმა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში