პროექტი ,,მობილობა ქალაქებისთვის“

09 ივლისი 2020, 14:29 1781 ნახვა

,,მობილობა ქალაქებისთვის“ პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება განახორციელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით,  პროექტი  მოიცავს  სატრანსპორტო ქსელის მოწყობას, მათ შორის,  სატრანსპორტო ტერმინალებისა და  ჭკვიანი შუქნიშნების მონტაჟს, ასევე, ავტოპარკის განახლებას.  პროექტის ღირებულება 30 მილიონი ევროა.

დღეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა და მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი