საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი.
ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.
სვანეთში მუშაობდა ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან.
სოფელ ხაიშთან 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.