ბულვარის განაშენიანების გეგმა

07 ივლისი 2020, 18:24 1986 ნახვა

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა გრძელდება. ბულვარის ადმინისტრაცია და გეგმაზე მომუშავე კომპანია დაინტერესებულ პირებს სთხოვს პროცესებში ჩაერთონ და თავიანთი ვერსიები  წარუდგინონ. ამისთვის მსურველებმა სპეციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოკითხვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ მუშაობის პროცესში ამ გამოკითხვის შედეგებს გაითვალისწინებენ.  ბულვარის განაშენიანების გეგმა ძველი ბულვარის ტერიტორიის კონსერვაციას და სრული ტერიტორიის განვითარებას გულისხმობს. კვლევის ანალიზი მოიცავს როგორც ძველი ბულვარის ისტორიულ-არქიტექტურულ, ასევე არქეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს.  საბოლოო დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი