ბაჩანა შენგელაია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

06 ივლისი 2020, 10:36 1208 ნახვა

ბაჩანა შენგელაია იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს,  რომლითაც სოციალურ ქსელში გავრცელებული თითქოს პოლიტიკურად მოტივირებული პოსტის გამო იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არსებული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

იმ შემთხვევაში თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ბაჩანა შენგელაია ამბობს, რომ ქვეყანაში არც ერთ საჯარო დაწესებულებას არ ექნება უფლება ადამიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყების. სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა. მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი