თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 5 ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის არიან ძმები, სპორტსმენები, ლუკა და იური ლომაძეები. 5-ვე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს, ისინი ახლა ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
დაკავებულთა სასამართლო პროცესი 4-ის ნახევრისთვისაა ჩანიშნული. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.