„ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის ბათუმის მერიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ მერიამ ინასარიძის #24-ში მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გასცა და მშენებელმა კომპანია „როიალ ბულდინგმა“ - ევკალიპტის ხეები გაჩეხა.
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგნელის მაკა ცინცაძის თქმით, ლაშა კომახიძემ გადაამეტა უფლებამოსილებას და საგამოძიებო ორგანომ უნდა შეისწავლოს ნებართვის გაცემის დროს „სამართლებრივი“ საფუძვლებით ხელმძღვანელობდა ლაშა კომახიძე. მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, ამბობენ, რომ სამშენებლო მოქმედი რეგულაციების დაცვით გაიცა. იგივეს აცხადებენ კომპანიაშიც.
იურისტის განმარტებით მხოლოდ ხეების ნაწილი მოიჭრა , რადგანაც ის საფრთხეს უქმნიდა ობიექტზე დასაქმებულებს. ნაწილი ხეები კი კომპანიამ სხვა ტერიტორიაზე გადარგო. რაც შეეხება მოჭრილ ხეებს, როგორც კომპანიის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი აცხადებს საკომპენსაციოდ “ როიალ ბულდინგი“ ქალაქში 1000 ძირი ხის დარგვას გეგმავს.