ახალი „საარჩევნო კოდექსის“ მიღებას ულოცავს პარლამენტს აშშ-ს საელჩო საქართველოში. ეუთო/ოდირის რეკომენდაციაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმების მიღების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული კანონი უნდა განხორციელდეს ეფექტურად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.