ამომრჩეველთა ერთიანი სია

04 ოქტომბერი 2016, 00:00 3954 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სიები  უკვე გამოაქვეყნა. სიები გადაეცა უსკოსაც. როგორც უმაღლესი საარჩევნო კომისიიის იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, აჭარის რეგიონის მასშტაბით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით ორიათასით გაიზარდა და 308 ათას 506 ამომრჩეველს შეადგენს. მისივე თქმით ინფორმაცია ოლქებზე გადაცემულია და შესაბამისად დღის განმავლობაში ის საარჩევნო უბნებზე გამოიკვრება.  

ამავე კატეგორიაში