საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. დღეს კანონპროექტს სამით მეტმა, 94 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დღესვე ცვლილებებს მესამე მოსმენითაც უყრიან კენჭს. სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. უმცირესობა კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ეუთო ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე შედის.