პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პიროვნებას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.