89 მომხრე არცერთი წინაამღდეგი. პარლამენტმა ახალი რეგლამენტი სამივე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ამოქმედდება. ახალი რეგლამენტის მიხედვით, იცვლება კომიტეტების რაოდენობა, ფრაქციის შესაქმნელად აუცილებელი ხდება 6-ის მაგივრად მინიმუმ 7 დეპუტატი. ასევე ერთ პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეეძლება. ამას გარდა, იცვლება სხდომების წარმართვის დროები. პარლამენტის თავმჯდომარეს კი 5 მოადგილე ეყოლება.