რა სისტემით ჩატარდება უმაღლესი საბჭოს არჩევნები?

30 ივნისი 2020, 15:01 1448 ნახვა

ხვალ 12 საათზე აჭარის  უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო ცვლილებებს  კენჭს უყრიან. საკითხი  ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა. ახალი საარჩევნო მოდელის მიხედვით საბჭო 18  პროპორციულითა და 3 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით უნდა დაკომპლექტდეს, რაც პროპორციულთან მიახლოებული მოდელია. კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებების დასამტკიცებლად 14 ხმაა საჭირო.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებებს საკმარისი მხარდაჭერა აქვს და საკითხის ჩავარდნის ალბათობას გამორიცხავენ. ოპოზიცია  ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და სავარუდოდ არც ხვალინდელ სხდომას არ დაესწრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი