ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ფეხბურთელი საქართველოს მესამე ლიგაში ითამაშებს

29 ივნისი 2020, 10:20 1835 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ 18 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ჟუნიორ ვინიციუსი კარიერას საქართველოს მე-3 ლიგაში საგარეჯოს „გარეჯი 1960“-ში გააგრძელებს. ინფორმაციას კახური კლუბი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცით, ბრაზილიელი თინეიჯერი იჯ,არით სეზონის ბოლომდე „გარეჯში’’ ითამაშებდა. თუმცა, როგორც კლუბი  წერს,  ბრაზილიელის კონტრაქტი გამოისყიდეს.

ვინიციუსი ბათუმის „დინამომ“ 2020 წლის სეზონის დაწყებამდე დაიმატა და ფეხბურთელთან 2+1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბრაზილიელ თინეიჯერს ბათუმურ კლუბში თამაში არ ჩაუტარებია.

„საგარეჯოს „გარეჯი 1960“-მა თავისი არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტრანსფერი განახორციელა. ჩვენმა გუნდმა ბათუმის „დინამოდან“ 18 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი, ჟულიო ვინიციუსი შეიძინა, რომელმაც სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი“ – წერია „გარეჯის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში