“ქართული ოცნება” – ანტიდასავლური კამპანიის კულმინაცია

28 ივნისი 2020, 12:11 1889 ნახვა

ქართული ოცნება გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მათი ვალია ქვეყნის სახელით ელჩს ბოდიში მოუხადონ. შალვა ნათელაშვილის განცხადებას, სადაც მან ელჩს "ივანიშვილის ლობისტი" უწოდა და გაწვევა მოითხოვა, პარტია ოპოზიციის ანტიდასავლური კამპანიის კულმინაციად აფასებს. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებები ნათელაშვილმა უფრო გაამძაფრა.მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ამგვარი რეაქციის მიზეზი ისაა, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არ სურთ და კანონპოროექტის ჩავარდნის იმედს იტოვებენ. ცნობისთვის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩი "კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად" რჩება. მისი აზრით, ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი