გამოკითხვა დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციელის შესაძლო ძალადობის ფაქტზე

27 ივნისი 2020, 18:01 1455 ნახვა

ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანის მამამ და ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უკვე დატოვეს. უფლებადამცველი საქმის შესწავლას ითხოვს,-ნამდვილად განხორციელდა თუ არა პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ძალადობა, მის დაცვის ქვეშ მყოფზე.  

გიორგი გელხაურის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც არასრულწლოვანი გამოკითხვაზე მცხეთის პოლიციაში იმყოფებოდა მშობლების თანდასწრებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართლადაცველმა. ამასთან ერთად, ადვოკატის მტკიცებით დაკავებული 15-16 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას, რაც ასევე კანონდარღვევაა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17  ბრალდებულიდან უმრავლესობას ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულები თბილისის, მცხეთის და რუსთავის სამმართველოებში არიან გადაყვანილები. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. ამ ეტაპზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ძირითად მათ ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო  აღკვეთას.

72 საათის განმავლობაში უკვე დაკავებულების სასამართლო პროცესი უნდა ჩაინიშნოს. ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი