სასამართლო პროცესი ქობულეთის პანსიონის საქმეზე

05 აპრილი 2016, 00:00 5567 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთის პანსიონთან დაკავშირებით მორიგი სხდომა გაიმართა. დღეს მოწმის სტატუსით მუსლიმი თემის წარმომადგენელი დავით ცეცხლაძე დაიკითხა. მან კიდევ ერთხელ, გაიხსენა მოვლენები და ქობულეთში, პანსიონის შენობის მიმდებარედ მცხოვრები რამდენიმე პირი დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. საპირისპიროს ირწმუნება მოპასუხე მხარე. მუსლიმი თემის დისკრიმინაციასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დადანაშაულებული პირები მოწმეს ცრუ ჩვენების მიცემაში სდებენ ბრალს. მათი განმარტებით 2014 წლის სექტემბერში, ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე პანსიონის ირგვლივ ხმაური შენობის დანიშნულების გაურკვევლობამ გამოიწვია და არა რელიგიურმა მიმდევრობამ. ამასთან ამტკიცებენ, რომ შენობის კარზე ღორის თავი მათ არ მიუჭედებიათ.

დღესვე მოწმის სტატუსით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელიც იყო დაბარებული, თუმცა სულხან ევგენიძე გარკვეული მიზეზების გამო სხდომას ვერ დაესწრო. მან სასამართლოს განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუსლიმთა პანსიონის საქმის განხილვა ორი წელია მიმდინარეობს. მორიგი სხდომა 16 ივნისისთვის ჩაინიშნა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში