2019 წელს, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ დარღვევებსა და სხვადასხვა უწყებებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს სახალხო დამცველი პარლამენტში. წლიური ანგარიში სესიამდე ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგინა. უმრავლესობისა და ოპოზიციის მხრიდან დასმული კითხვები ოპონენტებს შორის შეპასუხების მიზეზი გახდა. უმრავლესობა სახალხო დამცველს მოუწოდებდა, რომ ისინიც დაეცვა დეზინფორმაციისგან, სწორედ ეს განცხადება გახდა ოპოზიციის მხრიდან ირონიული განცხადებების მიზეზიც. 20 ივნისის აქციის დარბევა, ია კერზაიას საქმე, პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებები - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სახალხო დამცველმა ისაუბრა. კიდევ რაზე გაამახვილა აქცენტი ომბუდსმენმა,