მეზღვაურთა საერთაშორისო დღე სადღესასწაულო ღონისძიებების გარეშე აღინიშნება

25 ივნისი 2020, 11:06 1532 ნახვა

დღეს, 25 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. თარიღი 2011 წლიდან აღინიშნება. წელს პანდემიის გამო სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება. არ გაიმართება საზღვაო სასწავლებლების სტუდენტების მსვლელობაც.

„მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!“ - ესაა წლევანდელი სლოგანი. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მეზღვაურებს და თავისი წვლილი შეიტანონ მათ როტაციაში.

საქართველომ, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა მეზღვაურის პროფესია “საკვანძო პროფესიად”.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" ინფორმაციით, მეზღვაურები საზღვაო სფეროს მამოძრავებელი ძალაა და მათი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში ძალიან დიდია.

"პანდემიის გამო შექმნილ უპრეცედენტო ვითარებაში სწორედ მეზღვაურების გამძლეობის, მოთმინებისა და ერთგულების წყალობით მსოფლიო ლოჯისტიკური ჯაჭვი არ შეწყვეტილა და ქვეყნებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები: საკვები, მედიკამენტები უწყვეტად მიეწოდებათ"-აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში