სერბეთის საკალათბურთო ნაკრების წევრს ნიკოლა იოკიჩს covid-19 დაუდგინდა

24 ივნისი 2020, 11:09 1345 ნახვა

დენვერის ნაგეთსის და სერბეთის საკალათბურთო ნაკრების წევრს ნიკოლა იოკიჩს covid-19 დაუდგინდა.  

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების პირველწყარო შესაძლებელია, ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი იყოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სერბ კალათბურთელს შეხვდა.

გუშინ ცნობილმა ჩოგბურთელმა და მისმა მეუღლემ კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღეს. კორონავირუსი არ დაუდასტურდათ შვილებს. 

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში