ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი შეემატება,რომელიც ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს. შენობაში პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება. აჭარის მთვარობის ინფორმაციით, სასწავლო კორპუსის სივრცე დაეთმობა 11 ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამას, რომელიც 255 სტუდენტზეა გათვლილი. თითოეული პროგრამისთვის შეიქმნება ადაპტირებული სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები. ასევე, მოეწყობა ტრენინგ-ცენტრი. ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარია გამოყოფილი.