„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების გამოკლებით, კანონმდებლებმა, კონსტიტუციური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას მხარი დაუჭირეს, ხვალ კი კენჭისყრა გაიმართება. პირველი მოსმენისას, პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, "ევროპულმა საქართველომ", "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა", "პატრიოტთა ალიანსმა" და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მესამე და საბოლოო მოსმენით კანონპროექტი მასიურ მხარდაჭერას მიიღებს