ავტომაგისტრალზე მდებარე 11 კვების ობიექტი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დროებით დახურეს

22 ივნისი 2020, 11:36 1288 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონზე მომხმარებლის რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

ამ ეტაპისთვის სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა იმერეთის რეგიონში, ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტში.

11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 22.

სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გასცემენ რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი