''ვცდილობ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში'' _ ამ განცხადებით გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა. პრეზიდენტის განმარტებით, ტარდება ევროპული დემოკრატიული არჩევნები, სადაც საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, მისი თქმით, ამ ვითარების დაძაბვა, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.