ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება. პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.