საია: 20-21 ივნისის ღამეს 275-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო

19 ივნისი 2020, 20:11 1505 ნახვა

20-21 ივნისის ცნობილი მოვლენების წლისთავზე, პარლამენტთან ისევ აქცია გაიმართება.  თუმცა პარლამენტის წინა მხარე მწვანე ღობითაა შემოფარგლული, ღობის მიღმა კი აყრილი ფილებია. ცნობილ მოვლენებზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საგამოძიებო უწყებას მოუწოდებენ დააჩქაროს დაზარალებულებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების პროცესი და შეაფასოს მაღალჩინოსნების მოქმედების კანონიერება.

მისი თქმით,  დაზარალებულად 68 სამართალდამცველი სცნეს, საიამ კი 27 ადამიანზე ითხოვა სტატუსის მინიჭება, რომელთაგანაც მხოლოდ 3 სცნეს დაზარალებულად. ორგანიზაციის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ  ამ დროისთვის არც ერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი. ანგარიშში საუბარია,  არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი