ვაკეში ელენე ხოშტარია, გლდანში ნიკა მელია, ისანში გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი - სამგორში. მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე და ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. - ასე გამოიყურება არჩევნებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატების სია დედაქალაქში. ჯერ არ ჩამოყალიბებულან, დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქების კანდიდატებზე. თითოეული კანდიდატის დასახელებისას, შალვა ნათელაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, თითოეულის დამსახურება. მაგალითად, ისუტიციის სფეროში გატარებული რეფორმებით გიორგი ვაშაძე. პოლიტიკოსი დედამიწაზე, რომელიც ხელისუფლებამ ელექსტროსამაჯურით ატარა, დასაჯა, დეპუტატობა წაართვა და პასუხისგებაში მისცა. - ასე ნიკა მელია დაახასიათა „ლეიბორისტების“ ლიდერმა. თავად ლეიბორისტული პარტიის 30 წლიანი არსებობა კი ნაძალადეველთა დამსახურებას მიაწერა.