ბულვარის ადმინისტრაციამ საკრებულოს შუამდგომლობით მიმართა, პლაჟზე საქმიანობისთვის მოიჯარეებს ტერიტორიები პირდაპირი წესით გადაეცეთ

18 ივნისი 2020, 17:20 3605 ნახვა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ საკრებულოს შუამდგომლობით მიმართა, პლაჟზე საქმიანობის განხორციელებისთვის მოიჯარეებს ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაეცეთ - ამის შესახებ ირაკლი ჯინჭარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, გამონაკლისი წელს ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის გამო დაუშვეს. ბულვარის დირექტორი აცხადებს, რომ შეღავათით 300-მდე მოიჯარე ისარგებლებს.

რამდენიმე დღის წინ ამ მოთხოვნით მოიჯარეებმა მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ისინი ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემასთან ერთად გადასახადებზე შეღავათების დაწესებასაც ითხოვდნენ.

მოიჯარეები ვარაუდობდნენ, რომ აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში ტერიტორიით მსხვილ ბიზნესმენები დაინტერესდებოდნენ და მათთან კონკურენციას ვერ შეძლებდნენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი