საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ფიცი საპროტესტო აქციის ფონზე დადო. ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დამტკიცება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გააპროტესტა. ამბობენ, რომ ის ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის გუნდის წევრია. ფიცის დადების ცერემონიალზე მისულ ქვეყნის პრეზიდენტს კი აქციის მონაწილეები ლობიოს მარცვლებით დახვდნენ.