საქართველო თავის ტერიტორიაზე მეზღვაურების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს-სააგენტო

17 ივნისი 2020, 10:20 2118 ნახვა

საქართველო თავის ტერიტორიაზე მეზღვაურების შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია საუბარი.

ეკიპაჟის ცვლილების პროცესს ორგანიზებასა და კოორდინაციას სწორედ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაუწევს.

"ამ ეტაპზე გადასასვლელად მოსამზადებელ პერიოდში დამუშავდა სპეციალური წესები მეზღვაურების მიიღება/გაცილების და საკარანტინე სივრცეში გადაყვანისათვის, მოლაპარაკებების შედეგად უკვე გვაქვს "მწვანე კორიდორები“ მეზღვაურებისათვის სხვადასხვა სახელმწიფოებთან"- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური “საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში