ხვალიდან საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას აღადგენს. ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით. ვიზიტორებს ტერიტორიაზე შესვლამდე ა უკონტაქტო თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის, მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ულამაზესი ბუნებით, ხელუხლებელი ტყეებით, კანიონებით, მღვიმეებით, დინოზავრის ნაკვალევით და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
გასულ წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. აჭარაში 4 დაცული ტერიტორიაა, ესენია მტირალა, მაჭახელა, კინტრიში და ქობულეთის ტორფნარები.ჯამში დაცულ ტერიტორიებს რეგიონის 13% უკავია.