საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია. ის თბილისში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილიდან მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ ინფიცირებული საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო.