"ვერავინ, ვერასოდეს, ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე", — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას მტკიცებით, მას საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ერთი ავტომანქანის გარდა, უძრავ-მოძრავი ქონება არ შეუძენია.
გიორგი გახარიამ დეკლარაციის შესახებ რამდენიმე დღის წინაც, 5 ივნისს ისაუბრა. იგი თავის დეკლარაციაში 2015 წლიდან ქონების კლებას განმარტავს და ამბობს, რომ რაღაც ნაწილში თავადაც "ღარიბდება". მისივე თქმით, ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში შემოსავალი აკლდება.