ვირუსი არსად წასულა და არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლაში პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე უნდა იყოს გადანაწილებული.