ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა

13 ივნისი 2020, 12:11 1511 ნახვა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც პანდემიის ფონზე უკვე გაკეთდა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მეტი თანასწორობა გვჭირდება , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა ადამიანის  უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს  სხდომის შემდეგ  განაცხადა. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. 

მიატოვიჩმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების როლის გაძლიერებაზე. მთავრობის ყველა ნაბიჯი კოვიდ-19-თან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული და გაზომილი, - ამის შესახებ კი საბჭოს  სხდომაზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი წარმომადგენლობითი შეხვედრა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მიმართულების შემდგომ განვითარებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პროცესების გაუმჯობესებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი