აჭარა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა

13 ივნისი 2020, 13:00 1105 ნახვა

აჭარა, საზღვაო რეგიონების კავშირის და ასევე, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობიდან გვაცნობეს.კომისია წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს 200 მილიონამდე მოქალაქეს.

მთავრობის ინფორმაციით ორგანიზაცია მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში.ორგანიზაციის წევრი რეგიონები საზღვაო საქმიანობის, სავაჭრო ურთიერთობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კლიმატის ცვლილებების სფეროებში თანამშრომლობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში