მაშველებმა ბათუმში არასრულწლოვანი გადაარჩინეს

12 ივნისი 2020, 14:45 2506 ნახვა

მაშველებმა ბათუმში არასრულწლოვანი გადაარჩინეს. ის წყალში ტივტივაზე იყო დარჩენილი და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ადგილზე სწრაფად გამოცხადდნენ და არასრულწლოვანი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.

მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში