„ნაციონალურ მოძრაობა“ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე

11 ივნისი 2020, 14:07 1319 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს აინტერესებს  რამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტის დაფინანსების შესაძლებლობა აქვს  აჭარის მთავრობას. ასმათ დიასამიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალოლიშვილმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტის სწავლის დაფინანსებაა შესაძლებელი.

ასმათ დიასამიძე ითხოვს კონკრეტულ პასუხს, შეესაბამება თუ არა ლადო მგალობლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს. ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ მან განათლების სამინისტროს ის პროგრამა იგულისხმა, რომლითაც ფინანსდებიან სტუდენტები.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებიᲗ, უწყება ახორციელებს სტუდენტთა დახმარების პროგრამას, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 1000000ლარს. პროგრამის ფარგლებში კი,  სამინისტრო სტუდენტებს სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით აფინანსებს. 
სამინისტროᲨი ამბობენ, რომ სტუდენტთა სტატუსის შეჩერება შესაბამისი უნივერსიტეტის შიდა რეგულაციით არის განსაზღვრული. მინისტრის  ინფორმაციით საგანგებო მდგომარეობის დროს რეგიონის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტატუსი სტუდენტებს არ  შეჩერებიათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი