ვინ იქნება ''ქართული ოცნების'' საარჩევნო სიაში?

11 ივნისი 2020, 11:10 1240 ნახვა

მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ  - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება ვიხილოთ სიაში მამუკა ბახტაძე და აღნიშნა, რომ მასთანაც შეიძლება, იყოს ამაზე საუბარი, თუ ბახტაძეს ასეთი ინტერესი აქვს. პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას - შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იყოს, ასე უპასუხა: "ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი